03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
გაზგასამართი სადგურის ფარული ექსპლუატაცია დასჯადი ხდება

მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების სიას გაზგასამართი სადგური ემატება. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით ცვლილება შედის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა. ცვლილების თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სიას დაემატება გაზგასამართი სადგური, რაც ავტომატურად გამოიწვევს პასუხისმგებლობის ზომების დამატებას ისეთი ქმედებებებისთვის, როგორიცაა: გაზგასამართი სადგურის ფარული ექსპლუატაცია, ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა.

საკანონმდებლო პროექტით გათვალისწინებულია ისიც, რომ საფრთხის შემცველი ობიექტების სიიდან ამოიღებენ მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოს, წისქვილ-კომბინატს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები