აბასთუმნის ფილტვის ცენტრს კორონავირუსის პრევენციის გამო იზოლაციაში მყოფი პირები ეტაპობრივად ტოვებენ. მათ საკარანტინო ვადა ეწურებათ. სამედიცინო დაწესებულება დღეს ერთ პაციენტს გაწერს, ხვალ კი ორს.
სახელმწიფომ აბასთუმანში მყოფ 25-ვე პირს შესთავაზა, რომ ორკვირიანი კარანტინის დარჩენილი დღეები სახლში, თვითიზოლაციაში გაატარონ.
შეთავაზებას მხოლოდ ერთი პირი დათანხმდა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო იმ პირობებს სწავლობს, სადაც მოქალაქემ კარანტინის პერიოდი უნდა გაატაროს.
"ყველანი თავს ჯანმრთელად გრძნობენ, არავითარი განსაკუთრებული ჩივილები ან ობიექტური მონაცემები არ არსებობს იმისათვის, რომ შეშფოთების საფუძველი არსებობდეს," - განაცხადა აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა რევაზ ჟღენტმა.