ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კრიმინალური ავტორიტეტის თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაყვანას მოითხოვენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, თუმცა იმავე დღეს ციხეში დააბრუნეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ ლავასოღლი შიმშილობს და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
აქციის მონაწილეები საკონსულოსთან თურქეთის სასამართლოს დაგაწყვეტილებას ელიან, რომელიც 15:00 საათზე გახდება ცნობილი. სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით გააგრძელებენ ლავასოღლის ახლობლები პროტესტის გამოხატვას.