18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
როგორ ადგენენ სპეციალისტები კორონავირუსს - ჟურნალისტებს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინეს

როგორ ადგენენ სპეციალისტები კორონავირუსს - დღეს ჟურნალისტებს მისცეს საშუალება გაცნობოდნენ, როგორ მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში სინჯებზე სამუშაოები და როგორ ხდება საბოლოოდ COVID-19- ის შემთხვევებზე უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიღება.

ჟურნალისტების შესვლა ლაბორატორიაში უსაფრთხოა და ვირუსის გადაცემის რისკი არ არსებობს, ვინაიდან ჰაერი მუდმივად იფილტრება. ლაბორატორიაში მონაცემების შესატანად სპეციალური კარია, სადაც პაციენტების სინჯები კონტეინერით შემოაქვთ. შემდეგ, ის თავსდება ერთ-ერთ ოთახში, სადაც რეგისტრირდება და ამის შემდეგ სამი პროცედურის გავლაა საჭირო, რომ საბოლოოდ შეიტანონ ეს მონაცემები იმ ოთახში, სადაც შესაბამისი დანადგარებია დამონტაჟებული. შემდეგ, მას მედიკოსები აკვირდებიან, ხოლო საბოლოო მონაცემების მისაღებად 4-5 საათია საჭირო.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს შენობა დაათვალიერებინეს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თემასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"პირველი შემოტანილიდან, რომ გადაეცემა მის ახლო კონტაქტს, ეს არ ითვლება შიდა გადაცემად, იმისგან რომ სხვას გადაედება, ის ითვლება შიდა გადაცემად. მეორე არა და მესამე შემთხვევა უკვე თუ გაჩნდება, ის იქნება შიდა გადაცემა. ჯერჯერობით, მხოლოდ შემოტანილებია. ახლა ვიკვლევთ შიდა კონტაქტებს ამ შემოტანილებთან. იმ საავადმყოფოების რიცხვი, რომლებიც, თუ საჭირო გახდა, მზად იქნება, რომ მიიღოს პაციენტები, ყოველდღიურად გაიზრდება. ასე რომ, ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და, ჯერჯერობით, ვუმკლავდებით,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები