18 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
მითები და რეალობა კორონავირუსთან დაკავშირებით - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო

მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, თუმცა COVID-19-ის გავრცელების საფრთხესთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა გადაუმოწმებელი ინფორმაციაა, რის წინააღმდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

სოციალური ქსელებით ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება. მოქალაქეები წერენ და აზიარებენ ფაქტებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არარეალურია.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის და არ არსებობს არც ვაქცინა, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სანდოა და რომლის გათვალისწინებასაც მოქალაქეებს მედიკოსები ურჩევენ. 

1. მითი - კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ემართებათ.

რეალობა - კორონავირუსით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს.

2. მითი - ანტიბიოტიკები ეფექტური საშუალებაა კორონავირუსთან საბრძოლველად. რეალობა - ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებს ებრძვის და ვირუსზე არ მოქმედებს.

3. მითი - ვირუსის წინააღმდეგ ალკოჰოლი ეფექტური საშუალებაა.

რეალობა - ალკოჰოლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების დასამუშავებლად.

4. მითი - მაღალი რისკჯგუფების ქვეყნებიდან ამანათის ან წერილის მიღება საფრთხის შემცველია.

რეალობა - კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს და შესაბამისად, არც მიღებული ამანათი და წერილია საფრთხის შემცველი.

5. მითი - შინაური ცხოველები კორონავირუსის გამავრცელებლები არიან.

რეალობა - ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არც ფაქტი, რომ ვირუსი ადამიანს ოთხფეხა მეგობარმა გადასდო.

6. მითი - ცხვირის რეგულარული გამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდით ადამიანს ეხმარება ინფიცირებისგან თავის დაცვაში.

რეალობა - ნატრიუმის ქლორიდი მხოლოდ ჩვეულებრივ გაციებაზე მოქმედებს ეფექტურად.

7. მითი-ახალი კორონავირუსისგან ნივრის ჭამა იცავს.

რეალობა - არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ეპიდაფეთქებისას ნიორი დამცავი პრევენციული საშუალება იყოს.

დღის ამბები