03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ხანძარი თბილისში - დაშავებულია ერთი მოქალაქე

გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა. 83 წლის ეკატერინე მაისურაძის გადარჩენა მეხანძრეებმა შეძლეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადაც.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. სპეციალისტებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. 

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართულები, ასევე სახურავი დაზიანდა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.  

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.  

დღის ამბები