წყალტუბოში, კარანტინში რჩება იტალიიდან ჩამოყვანილი 97 მოქალაქე. მათ პერიოდულად შესაბამისი შემოწმება უტარდებათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ისინი იზოლაციაში ორი კვირა დარჩებიან. ადგილზე აცხადებენ, რომ იზოლაციის გამო მოქალაქეთა ნაწილს პროტესტი ჰქონდა, თუმცა ინფორმაციას პაციენტების მიერ ტერიტორიის თვითნებურად დატოვების შესახებ, არ ადასტურებენ.