დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი 5 შემთხვევა ისევ იტალიას უკავშირდება, თუმცა ამჯერად უკვე პირველად დაფიქსირდა მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის კონტაქტი.
"ახალი 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. გვაქვს უკვე მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული როცაა, სამწუხაროდ ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს უკვე შიდა შემთხვევები. სიმპტომები მსუბუქია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ
ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციაც მიმოიხილა:
"30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 ე.წ შესაძლო შემთხვევა, აქედან დადასტურებული გვაქვს 30. სრულად ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებულია 700-მდე ნიმუში, ზოგიერთი განმეორებით, იმიტომ რომ ზოგს გაუვიდა 14 დღიანი ვადა. სასიხარულოა რომ ერთი შემთხვევა გადამეორდა და არის უკვე უარყოფითი და გადაკონტროლება მოხდება და იმედი გვაქვს რომ ეს იქნება გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა,"- აღნიშნა გამყრელიძემ.