მესტიის საკარანტინო სივრცეში ორი ადამიანი გადაიყვანეს - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ორივე მათგანმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია.
ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანია, კარანტინში 26 ადამიანია, რომელთაგან საკარანტინო სივრცეში 17 პირი გადაიყვანეს.
ოდიშარიას ინფორმაციით, არცერთ მათგანს, ვინც კარანტინშია გადაყვანილი, ახალი ვირუსის კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება.