ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჩხუბი სავარაუდოდ ქალაქში მოძრავი ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რის შემდეგაც უცნობმა პირმა მძღოლის მისამართით სამჯერ გაისროლა, დაჭრილი მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაიჭრა მეორე პირი. არსებული ინფორმაციით, ისიც მძღოლია, რომელიც კონფლიქტში გასაშველებლად ჩაერთო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ამ წუთებში რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება. დაკავებულია თუ არა დამნაშავე, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.