ალავერდის ეპარქიის ტაძრებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. თელავის ღვთაების ფერიცვალების და ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში დილიდან მრევლია შეკრებილი.
წმინდა გიორგის მამათა მონასტერში მსახურებას მამა გიორგი პაპუნაშვილი აღავლენს. წირვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მრევლი, საანგებო მდგომარეობის მიუხედავად, წირვა-ლოცვაზე სიარულს მაინც აპირებს.
ეკლესის მსახურები შეძლებისდაგვარად დიატანციის დაცვას ცდილობენ, თუმცა ტაძარში მყოფი მორწმუნეების როდენობა საკმაოდ დიდია.
რა აკრძალვები შეიძლება გაითვალისწინოს ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრამა - მეუფე დავითი ამის შესახებ, სავარაუდოდ, წირვის დასრულების შემდეგ იქადაგებს.