ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 პირს ახალი ვირუსი არ დაუდასტურდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი საკარანტინე სივრცეში უკვე დააბრუნეს.
გვიან ღამით კარანტინიდან საეჭვო სიმპტომებით კიდევ 2 პირი გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ორივე მათგანის ლაბორატორიული კვლევის შედეგი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ბათუმის ინფექციურში ამჟამად სამი დაინფიცირებულია. მათ მდგმარეობას ექიმები დამაკმაყოფილებელად მიიჩნევენ.