18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების პიკს 4 აპრილიდან ვარაუდობს

ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის რაოდენობის პიკი საქართველოში, შესაძლოა, 4 აპრილიდან დაიწყოს და აპრილის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

„ჩვენ მუდმივად განვიხილავთ რამდენიმე სცენარს COVID-19-ის. ჩვენი გაანგარიშებით, პიკი შეიძლება იყოს 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, შემთხვევების დინამიურ მატებას, რაც ახლა გვაქვს სახეზე, ჯანდაცვის უწყება წინასწარ ვარაუდობდა.

დღის ამბები