03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ძალადობის წინააღმდეგ სასულიერო პირები აქტიურ ქადაგებას გეგმავენ

დღეს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქტიურად შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. პრეზიდენტის ინიციატივით, სასულიერო პირების შემადგენლობით საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაც იგეგმება. 

მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მზად არიან სხვა რელიგიებთან ერთად ხელი შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ კი აღნიშნა, რომ „ყველა ინსტიტუცია და საზოგადოების ყველა სეგმენტი უნდა ჩაერთოს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სრულიად საქართველოს მუსლიმანთა შეიხმა, რამინ იგიდოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასულიერო პირების როლი ამ საქმეში.

„სასულიერო პირებს საზოგადოების დიდი ნაწილი უთმობს ყურაღებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლებსა და სარიტუალო ადგილებში ბევრი უნდა ვისაუბროთ ქალთა უფლებებზე. აქ შემიძლია ვთქვა, რომ რელიგია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას“, - განაცხადა რამინ იდიგოვმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს დღეს 20 ოქტომბერს შეხვდა. მისი მიზანი იყო, ერთობლივი მიდგომის ჩამოყალიბება ქვეყანაში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტების პრევენციისათვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები