03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ხშირად ძალადობაზე სამართალდამცველების რეაგირება არაადეკვატურია, - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებს ძალადობის ფაქტების შემცველი საქმეები პირად კონტროლზე აიყვანონ. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა განცხადება დღეს გააკეთა და რიგ შემთხვევებში სამართალდამცველების ქმედებები არასათანადოთ შეაფასა.

„რეალური პრობლემა არსებობს, მათ შორის სამართლადამცველი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ მათი პასუხისმგებლობაა, როდესაც საუბარია არაერთ ფაქტზე. რეაგირება იყო არაადეკვატური. ეს რეალობა უნდა ვაღიაროთ და აქედან უნდა დავიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა დღესვე შრომით ურთერთობებში ქალთა დისკრიმანაციის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც ქალთა უფლებები ირღვევა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში. ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებები უკვე შევიდა, თუმცა მმართველ გუნდში დამატებით ცვლილებებს არ გამორიცხავენ.

დღის ამბები