აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული COVID-19-ით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვთან ერთად კლინიკაში იმყოფება მისი დედა, რომელსაც COVID-19, ამ ეტაპზე, არ დაუდასტურდა და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.
კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება.
"ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად, ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 16 პაციენტი, რომელთა შორის 5 დადასტურებული ფორმაა, რომელსაც ვმკურნალობთ და მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს, დანარჩენი პაციენტები ელოდებიან ანალიზის პასუხებს და, საბედნიეროდ, სწრაფად ხდება ეს ბრუნვა ჩვენს კლინიკაში, ისინი დროულად ტოვებენ,"- განაცხადა კახა იშხნელმა.