03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
პრემიერის სახლთან დაკავებული აქციის მონაწილეების პროცესი 22 ოქტომბერს გაიმართება

პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 6 პირი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა სასამართლოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

დაკავებული 6 პირისი სასამართლო პროცესი 22 ოქტომბერს ჩატარდება. პროცესის გადადების მიზეზად მტკიცებულებების სიმრავლე დასახელდა, რომლის განხილვაც დღეს სასამართლომ ვერ მოახერხა. პატრულის მოთხოვნების არ დამორჩილება და გინება - ეს არის ის ბრალდება, რომელსაც პრემიერ მინისტრის სახლის წინ გამართული აქციის მონაწილეებს უყენებენ.

აქციის მონაწილეები ბრალდებას უარყოფენ და საკუთარი უდანაშაულობის დადასტურებას აპირებენ. მათი სასამართლო პროცესი ორ დღეში გაიმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ მათ მშვიდობიანი აქცია გამართეს და ადგილზე პროვოკაცია მათთვის უცხო პირებმა მოაწყვეს. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ლევან კვარაცხელია კი კვლავ პატიმრობაში იმყოფება. მას ადმინისტრაციული ბრალდება სისხლის სამართლის მუხლით შეუცვალეს. კვარაცხელიას  ხულიგნობის მუხლით გასაამართლებენ. კვარაცხელიას საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს.

თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე პრემიერის სახლთან 19 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 7 ადამიანი წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. ისინი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები