18 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსთან დაკაშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ორგანიზებულად ხდება და ქვეყანას ამ პროცესში დახმარება არ სჭირდება. ამ განცხადებით გიორგი გახარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უპასუხა, რომელმაც საქართველოს მთავრობას ემიგრანტების ჩამოყვანაში დახმარება შესთავაზა.

"საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები