სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით ის გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმის თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული სავარაუდო ბრალდებული 24 წლის ივანე ნოზაძე რომელმაც შვილის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
24 წლის კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.