18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ფოთშიც დაფიქსირდეს

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფილიალში აცხადებენ, რომ COVID 19-ით ინფიცირებულთა შემთხვევები მაღალი ალბათობით ქალაქშიც დაფიქსირდება, თუმცა მოსახლეობას სრული სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, სახელმწიფოში არსებული ყველა შესაბამისი სამსახური კვალიფიციურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად.

"შემთხვევები იქნება თავისთავად ცხადია, რომ ვთქვა, რომ არ იქნება ტყუილი გამომივა, მთელ საქართველოში, მთელ მსოფლიოშია შემთხვევები და აქაც ველოდებით, მაგრამ მთავარია რომ ჩვენ აღვკვეთოთ გადაცემა, რომ  შემთხვევათა რაოდენობა არ იყოს ბევრი, ამისათვის კეთდება ყველაფერი, ასე რომ მოსახლეობამ უნდა დაიცვას ის პირობები რაც ევალებათ, მათ როგორც კარანტინში მყოფ ადამიანებს,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზიზი გაგუამ.

დღის ამბები