ბათუმში Covid-19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა - ინფიცირებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის საზღვარზე სარფის საბაჟოდან ტრანზიტულად 11 დღის წინ შემოვიდა, რა დროსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა.
შუახნის მამაკაცი საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. საეჭვო სიმპტომების გამო კი, გუშინ ის ცხელების ცენტრში მოათავსეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კოვიდ ინფექცია დღეს დილით დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ბათუმის კლინიკა "მედალფში" უკვე 25 ინფიცირებულია. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, მეორე პირს კი, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულია სულ 18 ინფიცირებულის ისტორია.
შგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.