09 სექტემბერი 2026,   13:22
ვრცლად
დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ ერთი იმპორტირებული შემთხვევა დაფიქსირდა

ეპიდემიოლეგებმა ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 203 კონტაქტი მოიკვლიეს. მათ შორის, აღნიშნული კლასტერის გამოკვეთიდან დღემდე, გამოკვლეულია 187 მოქალაქე. უკვე დადასტურებულ COVID-19-ით ინფიცირებულს, დღეს კიდევ ორი მოქალაქე დაემატა.

მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, გამკაცრებული კარანტინის ზონაში მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და საეჭვო სიმპტომებზე კვლევა. აღნიშნულის შესახებ გვარას შესასვლელთან მოწყობილ ბლოკ პოსტთან მისულმა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

ასევე, დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ ერთი იმპორტირებული შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ზე დადებითი ანალიზი მარნეულის მკვიდრს დაუდასტურდა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, იგი თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.

დღის ამბები