03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ავიაკატასტროფა მოსკოვში მსხვერპლით დასრულდა

მოსკოვში გვიან ღამით მომხდარ ავიაკატასტროფას ფრანგული მსხვილი ნავთობკომპანიის "ტოტალის" დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი კრისტოფ დე მერჟერი ემსხვერპლა. მასთან ერთად დაღუპულია კერძო სამგზავრო თვითმფრინავის ფალკონ-50-ის კიდევ 4 მგზავრი.   

ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი კატასტროფის მიზეზი აფრენისთანავე  თოვლის გამწმენდ მანქანასთან შეჯახება გახდა, რომელიც ასაფრენ ბილიკზე გაურკვეველი მიზეზით აღმოჩნდა.

ინციდენტის მიზეზებად ასევე სახელდება ცუდი ხილვადობა და დისპეტჩერისა და პილოტის დაუდევრობაც. უკვე ამოღებულია თვითმფრინავის შავი ყუთი.

ფრანგული კომპანია "ტოტალი" გაზპრომის პარტნიორია.

დღის ამბები