09 სექტემბერი 2026,   19:22
ვრცლად
ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, დღეიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს

ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, დღეიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს. სოფელ გვარას შესასვლელთან 2 საკონტროლო პუნქტია მოწყობილი, ასევე, დამატებითი უსაფრთხოებისთვის 7 მცირე საგუშაგო უშუალოდ სოფლების ტერიტორიაზე განთავსდა.

გვარას ბლოკ-პოსტი დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგებმა 305 მოქალაქე გამოავლინეს, თუმცა დამატებითი კონტაქტების კვლევა კიდევ მიმდინარეობს.

ზაალ მიქელაძის თქმით, თერმოსკრინინგი საკარანტინო ზონად გამოცხადებულ 4 სოფელში 1,600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 13 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოა და ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

დღის ამბები