09 სექტემბერი 2026,   13:21
ვრცლად
ფოთში COVID-19 -ით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ფოთში COVID-19 -ით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის ოჯახის წევრებმა ლუგარის ლაბორატორიიდან ბიოლოგიურ ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

72 წლის მამაკაცი ქობულეთის კლასტერს წარმოადგენს. მისი ოჯახის წევრი კი, ფოთში პოლიციის მაღალჩინოსანია. ოჯახის წევრები ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში არიან. ინფიცირების მეზობლებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ასევე მიმდინარეობს კონტაქტების დაზუსტება.

"საბედნიეროდ, ოჯახის წევრებს არ დაუდასტურდათ "კოვიდ 19". ისინი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილები. ამჟამად, მიმდინარეობს მეზობლების თერმოსკრინინგი და ინფიცირებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

დღის ამბები