03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე ბიზნესფორუმი, რომელშიც საქართველოსა და იზრაელის ბიზნესმენები მონაწილეობენ, ქართულ-ებრაული მეგობრობის 26-საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება.

მოგვიანებით, რუსთაველის თეატრში ფილმ „26 საუკუნოვანი მეგობრობის“ ჩვენება გაიმართება. დღესვე დაგეგმილია წიგნების პრეზენტაცია, სამეცნიერო კონფერენცია. სპორტის სასახლეში კი კარატეს „მაქაბის“ მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია შედგება.

სიმბოლურად, ორი ხალხის მეგობრობის იუბილეს დაამთხვიეს ებრაულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაციაც. წიგნის ილუსტრაციები ქეთი მატაბელს ეკუთვნის. 

დღის ამბები