18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და დატოვებს ტაძარს დილის 6 საათზე - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესმდივნის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვეტილება მიიღო.

მისი ინფორმაციით, სააღდგომო ლიტურგიისას მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და ტაძარს დატოვებს დილის 6 საათზე, მსახურების შემდეგ. 

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ძალინ შეღავათიანი პირობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მრევლს მიეცეს საშუალება, სრულყოფილად დაესწროს სააღდგომო მსახურებას.

მისივე თქმით, ამასთან, აუცილებელია მრევლმა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით გაავრცელა. 

"აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სხვა შეზღუდვები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, შეეხება ეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც რისკ ჯგუფში შედის, იქნება ეს დაავადების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე, ბავშვებს, აი, ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორც მითითებულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ამასთან, მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანი, ეს იქნება ქრონიკული დაავადების თუ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე, თუ ხანდაზმული ადამიანი, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დაავადება, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს  საშიშროებას, შეიძლება მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის, რომლებიც სახლში არიან. ამიტომ, უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სხვებისთვისაც, ჩვენი ახლობლებისთვის, თანამოქალაქეებისთვის წინაშე და იმედი გვაქვს, რომ როგორც წინა რეკომენდაციებს ითვალისწინებდა მრევლი, ზუსტად ასევე იქნება ტაძრებში დაცული ეს დისტანცია."

როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დიდ ტაძრებში მრევლს პირბადეები დაურიგდებათ, ხოლო პატარა ტაძრები პირბადეების შეძენაზე თავად იზრუნებენ.

დღის ამბები