09 სექტემბერი 2026,   19:22
ვრცლად
ლაგოდეხში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის ჯგუფმა მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში სადიზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის 24 საერთო საცხოვრებელს. მერის ინიციატივით, პირბადეები ურიგდება სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს და მომატებული რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს.

პრევენციული ღონისძიების ჩატარება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მთლიანი მასშტაბით იგეგმება. პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში, გაგრძელდება ადგილობრივების ინფორმირება, რეკომენდაციების დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ.

დღის ამბები