ჩხოროწყუში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა კისრის არეში აქვს, ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
"19 აპრილს შემოიყვანეს 29 წლის მამაკაცი, კისრის არეში ჭრილობით, დაზიანებული აქვს პლევრა და შუასაყარი, მაგისტრალური სისხლძარღვები. ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია," - განაცხადა დავით ჯანაშიამ.