18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით 2 მამაკაცი შეიყვანეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 2 ახალი პაციენტი მიიყვანეს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ. ერთი მამაკაცი 40 წელს გადაცილებული პირია, ხოლო მეორე - 30 წელს გადაცილებული.

აქვთ თუ არა პაციენტებს კორონავირუსი, ლაბორატორიული პასუხის შემდეგ გაირკვევა.

ექიმ-ინფექციონისტის პაატა ვეფხვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალი დადასტურებული შემთხვევები არ არის.

"დღეს იქნება განმეორებითი ტესტის პასუხები, რის შემდეგადაც გვეყოლება რამდენიმე გამოჯანმრთელებული. რეანიმაციაში ამჟამად 5 პაციენტია მოთავსებული და აქედან ორი არის კრიტიკულ მდგომარეობაში. დანარჩენები სტაბილურად არიან, ყველაზე პატარა კი არის 9 თვის პაციენტი, თუმცა ამ პაციენტებთან საშიში არაფერია,"- განაცხადა პაატა ვეფხვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 45 პაციენტია, რეანიმაციულ განყოფილებაში ხუთი პაციენტია მოთავსებული, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დღის ამბები