არასერიოზულ შეთავაზებას უწოდებს საერთაშორისო და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტების უმრავლესობა, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს საკუთარი აგენტურული ქსელი გააფართოვოს
"განცხადება არის სწორედ აი ამ აგრესიული საგარეო პოლიტიკის აქტიურ ფაზაში გაკეთებული, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ ურთიერთობებზე და შერბილებულ ტონზე რთულია საუბარი. რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას ეს არის გაგრძელება იმისა, როდესაც კარასინი საჯაროდ აცხადებდა, რომ კულტურულ ცენტრს გახსნიდნენ, ეს მათ სჭირდებათ ერთის მხრივ იმისთვის, რომ ლეგალური ფორმით განახორციელონ თავისი ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოში, თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით," - განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ.