მოსალოდნელია თუ არა შსს კლასტერის გაჩენა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შს თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, თუმცა როგორც წინასწარ ცნობილია, ის უკვე არსებულ კლასტერს წარმოადგენს:
"სავარაუდოდ, უკვე არსებული კლასტერს წარმოადგენს და მისი კონტაქტების მოძიებით ამ კლასტერის მოცულობა გაიზრდება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.