ჯანდაცვის მინისტრმა დღის "კურიერის ეთერში" იმ პაციენტზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსით არის დაინფიცირებული, თუმცა მკურნალობას სახლში გადის. ამ პაციენტის შესახებ პირველად პაატა იმნაძისგან გახდა ცნობილი, მან ინფორმაცია "ღამის კურიერის" ეთერში გააჟღერა.
"ეს პაციენტი არის კონტროლზე. ის თავს კარგად გრძნობს. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი, მასთან შეთანხმებით, მისი სურვილიდან და ექიმების თანხმობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება.
ვინაიდან ჩვენს გეგმებში ისედაც შედის, რომ პაციენტები საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან განთავსებულები, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარიზაციას, მივეცით ამ პაციენტს საშუალება, რომ ემკურნალა ბინაზე. მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და ალბათ რამდენიმე დღეში ჩვენ გავიგებთ მისი გამოჯანმრთელების შესახებაც და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება და კიდევ ერთი წარმატების ნაბიჯი,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.