18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

"კურიერის" ინფორმაციით, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, კომენდანტის საათის დროს მამაკაცი დაჭრეს. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირების ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები