18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
პოლიციამ ზუგდიდში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,1996 წელს დაბადებულ ზ.ძ.-ს ბასრი საგნით კისრისა და მკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები