შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონში COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, ხოლო სამხედრო ჰოსპიტალში ინფიცირებული პაციენტები შესაბამის მკურნალობას გადიან.
გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, გაიზარდა გამოჯანმრთელების შემთხვევები, 1 პაციენტი კი დამძიმდა.
მხარის რწმუნებულმა ასევე მომავალი კვირიდან აგრარული ბაზრების და ღია ბაზრობების გახსნის ალბათობა დააანონსა იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეძლებენ ჯანდაცვის მოთხოვნების შესრულებას.