03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
პარლამენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე მსჯელობას იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საკანომდებლო ორგანო მზად არის ქალების დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და პოლიტიკურ სივრცეში ამ საკითხზე იმსჯელოს.  

დავით ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით კანონმდებლობა გასამკაცრებელია. მან დაასახელა ის ფაქტები, როდესაც გარდაცვალებამდე რამდენიმე ქალმა დახმარებისთვის სამართალდამცველ უწყებას მიმართა, თუმცა შემთხვევა მათი მოკვლით დასრულდა.

ბერძენიშვილის განცხადებით, როდესაც მოძალადეს აძლევენ გაფრთხილებას, პოლიციაში მასზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაწესდეს.

ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც ხელმძღვანელობს ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პროცესს, უნდა ითანამშრომლოს პარლამენტთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები