03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ძალადობის წინააღმდეგ აქცია ქვაბებით სახელმწიფო კანცელარიასთან

არ შეეგუოთ ძალადობას - ამ ლოზუნგით სახელმწიფო კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეებს ხელში ქვაბები და სამზარეულოს სხვა ნივთები უჭირავთ. ისინი ამ ფორმით ბოლო დროს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაზრდილ მაჩვენებელს აპროტესტებენ.

„ჩვენ არ გვგონია, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის პირდაპირი ტრანსლირება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით ხდება. გადაცემა „სხვა შუადღე“ საპროტესტო აქციას ამ ფორმით შეუერთდა. აქციაზეა გადაცემის წამყვანი ნინო ხოშტარიაც.

„კარგია, თუ ჩემი ხმა ისმის სტუდიაში. სამწუხაროა, რომ  ჩვენი არ ესმის ხელისუფლებას და  სამართალდამცველებიც უყრუებენ,“- ასე დაიწყო პირდაპირი ჩართვა ნინო ხოშტარიამ.

აქციის მონაწილეები ძალადობის ფაქტებზე დროულ და სერიოზულ რეაგირებას მოითხოვენ.

„მძიმეა ვაპროტესტოთ აქ ქალთა უფლებები მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ბესელია და თეა წულუკიანი ცინიკურ კომენტარებს აკეთებენ, ჩემთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება მათი განცხადებები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სოფო კილასონია 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები