18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალი სამართალდამცავებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ტრანსგენდერი ქალი სამართალდამცავებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. სესილი ცომაია ყვება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ის ქუჩაში სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ, უწყების ინფორმაციით, სესილი ცომაიამ ორ პირთან ერთად კომენდანტის საათი დაარღვია და დაჯარიმება გააპროტესტა. რაც შეეხება დაზიანებებს შსს-ს ინფორმაციით, ის ბასრი საგნით ტრანსგენდერმა ქალმა თავად მიიყენა.

გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე. ამ წუთებში ტრანსგენდერი ქალი დაკითხვაზე გლდანი-ნაძლადევის მე-3 განყოფილებაში იმყოფება.

"გზის შუა ნაწილიდან ფეხით სავალ ნაწილამდე ჩემოდანივით გამათრიეს, სადაც ჭრილობა ღრმად იყო მიზანმიმართულად მომიჭირეს," - აცხადებს სესილი ცომაია.

დღის ამბები