03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
სასულიერო პირების ნაწილი ქუჩებში ებრაული დღესასწაულების აღნიშვნას აპროტესტებს

 

"შევინარჩუნოთ ქართველებისა და ებრაელების საუკუნოვანი მეგობრობა,“ - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა თბილისში სინაგოგასთან, სადაც მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილი ხანუქისა და სხვა ებრაული დღესასწაულების ქალაქის ქუჩებში აღნიშვნას აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ყველა ებრაული დღესასწაული უნდა აღინიშნოს სინაგოგაში, რადგან ის ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სარწმუნოებას. მათივე თქმით, ქართველებს სურთ ებრაელებთან მეგობრობა და სწორედ ამ მეგობრობას უშლის ხელს ხანუქის ქუჩაში აღნიშვნა.

დღის ამბები