03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
თბილისობისთვის სამზადისი ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში თბილისობის დღესასწაულისთვის სამზადისი დაწყებულია. ეპიცენტრი ტრადიციულად ქალაქის ძველ ნაწილში იქნება.

მონტაჟდება რამდენიმე სცენა, სადაც ორი დღის განმავლობაში ქართველი მუსიკოსებისა და მოცეკვავეთა ანსამბლების კონცერტები გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის გამოფენები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

წლევანდელ დღესასწაულზე წარდგებიან სუხიშვილებიც. ანსამბლი ერთსაათიანი პროგრამით წარდგება. გალაკონცერტში მოინაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსებიც.

თბილისობა 2014-თვის 25 და 26 ოქტომბერს ქალაქის მერიამ 850 ათასი ლარი გამოყო. გამოფენების, კონცერტების, გასართობი და სპორტული ღონისძიებების გამართვის გარდა, თბილისობაზე დაჯილდოვდებიან ქალაქის დამსახურებული მცხოვრებლებიც.

შაბათ-კვირას თბილისის ისტორიულ ნაწილში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები