03 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
700-მდე გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით დიდმა ბრიტანეთმა იტალიას გაუსწრო

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით დიდმა ბრიტანეთმა იტალიას გაუსწრო. ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 700-მდე ადამიანი დაიღუპა. წინა დღეებთან შედარებით ,მცირედით იმატა ერთ დღეში გამოვლენილმა ფატალურმა შემთხვევებმა საფრანგეთსა და იტალიაში, თუმცა იკლებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი.

შეერთებულ შტატებში კი COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკვე 72 ათასს აჭარბებს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ვარაუდობს, რომ შტატის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა ერთ კვირაში გაიხსნას.

დონალდ ტრამპის განცხადებით კი თეთრი სახლის, ვირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი მაისის ბოლოს ახალი შემადგენლობით ჩანაცვლდება. 

დღის ამბები