ზუგდიდში თურქეთიდან ჩამოსულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინფიცირებული შუახნის ქალია, რომელმაც საზღვარი 22 აპრილს გადმოკვეთა და ის განმუხურის საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.
პაციენტი, ნანა ოდიშარიას თქმით, საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
“პროტოკოლის თანახმად, საკარანტინო ზონის დატოვებამდე 24 საათით ადრე ავიღეთ 68 ანალიზი და დადასტურდა ერთი შემთხვევა. ასევე, ახლა მიმდინარეობს საეჭვო შემთხვევების კვლევა”,-უთხრა “კურიერს” ნანა ოდიშარიამ.
გუშინ ანაკლიის საკარანტინო ზონაში მყოფ ორ ბავშვს თეთრიწყაროს კლასტერიდან Covid 19 დაუდგინდა, ისინი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.