03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ქვაბებითა და აკრული პირით გაპროტესტებული ხელისუფლების ქმედებები და ძალადობა

აკრული პირითა და ქვაბებით ხელში მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების სხვა წრეების წარმომადგენლებმა ქალთა ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტესტეს. ისინი აცხადებენ, რომ სუსტი სახელმწიფო წარმოშობს მეტ ძალადობას და განუკითხაობას და ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებულია.  

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას არ ესმის ქალის ხმა და მან ქალს ადგილი სამზარეულოში მიუჩინა. ისინი აღნიშნავენ, რომ ძალადობის თითოეული მსხვერპლის ტრაგედია პირადად მათ შეეხო და აუცილებელია ქალთა უფლებების დასაცავად მოსახლეობა გაერთიანდეს.  

კანცელარიასთან შეკრებილი პირები აცხადებენ, რომ სტრატეგიის შემუშავებაში პრემიერმა აუცილებლად უნდა ჩართოს ის არასამთავრობოები, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ ამ თემაზე.

აქციის მონაწილეები აქვე აღნიშნავენ, რომ რადგან პრემიერმა მხოლოდ ახლა დაიწყო სტრატეგიის შემუშავებაზე ლაპარაკი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ იცნობს ამ მიმართულებით უკვე არსებულ სტრატეგიას.

დღესვე არასამთავრობოებმა დააყენეს მოთხოვნა უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სტატუსსა და თავშესაფარს ანიჭებს.

ამ დროისთვის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა სამზარეულოს ინვენტარი მთავრობას კანცელარიის წინ დაუტოვეს.

მთავრობის განცხადებას აღნიშნულ თემაზე Rustavi2.Com-ი რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები