18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"კანონიერი ქურდები" საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან

ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს უჩივიან. ილია სამსონიამ და დავით გერლიანმა, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალური სამყაროს "ავტორიტეტებად" ითვლებიან, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, სარჩელს ამზადებენ სხვა ე.წ. ავტორიტეტებიც. 

საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, არაერთ კრიმინალურ "ავტორიტეტს“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც სხვა ქვეყნებში მათი გადაადგილება შეზღუდა.

ძირითადად, საუბარია იმ "კანონიერ ქურდებზე", რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს. მათი უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტაციით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს ეცნობა, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები