03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
სიღნაღის გზაზე რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა

კახეთში ექვსკილომეტრიანი გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა. ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის გზის ამ მონაკვეთით ათი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამასთან, ის არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტის - სიღნაღის ინფრასტრუქტურული ნაწილი.

სარემონტო სამუშაოებზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში აღდგა სავალი ნაწილი და სრულად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.

შესრულებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რეგიონის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.

„როდესაც ვსაუბრობდით ტურიზმის განვითარებაზე და სიღნაღთან დამაკავშირებელ გზებზე, ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ეს, რომლითაც ტურისტი მოხვდება სიღნაღში,’ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.

მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება უპირველესად იმ მიმართულებით, რომელიც ტურისტული მარშრუტების განვითარების შემადგენელი ნაწილია.

დღის ამბები