03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
პირველად საქართველოში შარმ ელ-შეიხსა და თბილისს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები ამოქმედდება

ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანია ”ეარ-კაირო” შემოდის. შარმ ელ-შეიხსა და თბილისს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები პირველად განხორციელდება.

რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. მგზავრები ახალი რეისით სარგებლობას 2 ნოემბრიდან შეძლებენ.

კომპანიის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ მგზავრობის ფასი ხელმისაწვდომი იქნება და ინტერესი ეგვიპტეში ფრენების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება.

 

დღის ამბები