ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ინფიცირებულის წყარო ცნობილი კლასტერია.
ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის სულ 151 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. 66-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. დადასტურებული შემთხვევებიდან სამი გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.