18 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ტესტი 88 პირს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი რუსეთის უნივერსიტეტების ოთხ კურსანტს დაუდგინდა. ისინი აფხაზეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

ყველა ინფიცირებული მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადის.

ოკუპირებული რეჟიმის ინფორმაციით, ამ დრომდე აფხაზეთში COVID-19-ის 24 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

დღის ამბები