ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა.
ზუგდიიდს მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს.
გუბერნატორმა ოთხიზორიების ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისი თქმით, ადამიანები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულები.
ზუგდიდის მერის განცხადებით კი, გიგა ოთხოზორია ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა ამ დრომდე კანჯი ოღლი სასჯელს არ იხდის.